ჩვენ შესახებ
Geone-ის ტყავის ჩანთები ქალებისთვის
Geone საქართველოში 2018 წელს დაარსდა. ბრენდი თავისუფლების, თვითმყოფადობისა და ინდივიდუალობის ისტორიას მოგვითხრობს.
Geone შექმნილია იმისთვის, რომ ქალებს საკუთარ თავთან ჰარმონია და თავდაჯერებულობა აგრძნობინოს. ხარისხისა და სტილის ერთობლიობა ასახავს ჩვენს რწმენას სიახლისა და მომავლის მიმართ.
ჩვენი პროდუქცია შეესაბამება ნებისმიერ სტილს, ასაკსა და გემოვნებას. Geone-ის ქალი გონიერი და დამოუკიდებელია. ის თავად ქმნის საკუთარ ხედვას, განსაზღვრავს პირად სტილს და ზუსტად იცის, რა სჭირდება.
ხარისხი, სტილი და ხელმისაწვდომობა
Geone-მ მრავალი ერთგული მომხმარებლის ნდობა მოიპოვა. ბრენდი ძირითადად მაღალი ხარისხის ნატურალურ ტყავზე მუშაობს და აერთიანებს გამძლეობას, ფუნქციურობასა და დახვეწილ დიზაინს.
ჩვენი მიზანია, სილამაზე და ესთეტიკა ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამისათვის მომხმარებელს მასალებისა და ფერების მრავალფეროვან არჩევანს ვთავაზობთ. ნატურალურ ტყავთან ერთად ვიყენებთ კანვასს, ტექსტილურ ძაფებსა და ხელოვნურ ტყავს.
Geone-ში ხარისხი და სტილი ყოველთვის ერთმანეთს ერწყმის.

