მარადიული კოლექცია
მარადიული კოლექცია
Geone-ის ტყავის ჩანთები ქალებისთვის
Geone საქართველოში 2018 წელს დაარსდა. ბრენდი თავისუფლების, თვითმყოფადობისა და ინდივიდუალობის ისტორიას მოგვითხრობს.
Geone შექმნილია იმისთვის, რომ ქალებს საკუთარ თავთან ჰარმონია და თავდაჯერებულობა აგრძნობინოს. ხარისხისა და სტილის ერთობლიობა ასახავს ჩვენს რწმენას სიახლისა და მომავლის მიმართ.
ჩვენი პროდუქცია შეესაბამება ნებისმიერ სტილს, ასაკსა და გემოვნებას. Geone-ის ქალი გონიერი და დამოუკიდებელია. ის თავად ქმნის საკუთარ ხედვას, განსაზღვრავს პირად სტილს და ზუსტად იცის, რა სჭირდება.












